კიბოს ახალმა საწინააღმდეგო ვაქცინამ 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო
1780594091
ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „გასაცვლელ მონეტად“ იყენებს.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისადმი“ მიმართვაში აუნი ამბობს: „ეს თქვენი ქვეყანა არ არის, ეს ჩვენი ქვეყანაა“.
აუნი არაერთხელ შეეცადა ლიბანის დისტანცირებას რეგიონული კონფლიქტებისგან და აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ ლიბანის სახელმწიფომ უნდა მიიღოს.
„ჩვენი სახლი ინგრევა. [ირანი] ლიბანს აშშ-თან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს. ეს მიუღებელია“, - დასძინა მან.