+34° გრადუსამდე დათბება! - როგორი ამინდი იქნება მთელი თვის განმავლობაში
1780677082
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს საბრძოლო შეხების ხაზზე მყოფი რუსი სამხედროებისადმი მიმართვით უპასუხა.
მან პასუხი დაასრულა სიტყვებით „იმუშავეთ, ძმებო!“ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში „მიმართვა საჭიროა არა ამ წერილის ავტორებისადმი, არა ეპისტოლარული ჟანრის მოყვარულებისადმი, არამედ საბრძოლო შეხების ხაზზე მყოფი რუსი მებრძოლებისადმი“.
„და აი, მათდამი მიმართვისას მინდა ვთქვა: ამხანაგო ჯარისკაცებო და მეზღვაურებო, ამხანაგო სერჟანტებო და მიჩმანებო, ამხანაგო ოფიცრებო, ადმირალებო და გენერლებო, მთელი ქვეყანა თქვენ შემოგყურებთ, მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით და თქვენი იმედი აქვს. იმუშავეთ, ძმებო!“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს ღია წერილი მისწერა. მასში ზელენსკი პუტინს ომის დასრულებისა და ლიდერების დონეზე პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.