ლიბანიდან და ირანიდან განხორციელებული იერიშების გამო, ღამით, ისრაელის დიდი ნაწილში საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ისრაელი

 ლიბანიდან და ირანიდან განხორციელებული კოორდინირებული იერიშების გამო, გასულ ღამით, ისრაელის დიდი ნაწილში საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა.

"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 150 რაკეტა ისროლა, ასობით ათას მოქალაქეს თავშესაფრებში მოუწია ჩასვლა. მედია წერს, რომ, თავდასხმის გამო, დაშავებულია ორი ადამიანი.

"ცახალმა" იერიში მიიტანა ბეირუთის გარეუბნებში და ქალაქ ტირში "ჰეზბოლას" სამეთაურო პუნქტებს და იარაღის საწყობებს დაარტყა.

დარტყმების ფონზე, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიიდან ისრაელის დაბომბვა "ერთობლივი და ინტეგრირებული ოპერაცია" იყო.

აფეთქებების ხმა ამჟამად ისმის თეირანშიც. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.