მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ კუნძულზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე ირანული წარმოშობის „შაჰედის“ ტიპის დრონით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, ხმელთაშუა ზღვის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აკროტირის საჰაერო ბაზაზე მომხდარმა თავდასხმამ მხოლოდ მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ქრისტოდულიდესმა აღნიშნა, რომ ინციდენტის შემდეგ ქვეყნის შესაბამისი სამსახურები დაუყოვნებლივ გადავიდნენ მაღალ მზადყოფნაზე და ოპერატიულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა. მისი თქმით, სიტუაციის შეფასების მიზნით სასწრაფოდ მოიწვიეს ეროვნული უშიშროების საბჭოც, რომელიც ამ ეტაპზეც აქტიურ კონსულტაციებს აგრძელებს.
„თავიდანვე, რესპუბლიკის ყველა შესაბამისი სამსახური მაღალ მზადყოფნაში იყო და სრულად ოპერატიულად მუშაობდა. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ვითარების შესაფასებლად, რომელიც მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში რჩება,“ — განაცხადა პრეზიდენტმა.
ქრისტოდულიდესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვიპროსი სამხედრო ოპერაციებში ჩართვას არ გეგმავს.