კომპანია Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელები ყველაზე სანდო ფიგურად ვალერი ზალუჟნის მიიჩნევენ

 ვალერი ზალუჟნი

საერთაშორისო სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა 2026 წლის თებერვალში უკრაინაში მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

კვლევის ერთ-ერთი კითხვა სანდო ფიგურას ეხებოდა. რეიტინგში პირველ ადგილზეა უკრაინის შეიარაღებულ ძალების ყოფილმა მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი 63% -ით, შემდეგ მოკრივე ალექსანდრე უსიკი – 56%-ით და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური,კირილ ბუდანოვი 55%-ით. მეოთხე ადგილზეა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი – 49% -ით. რაც შეეხება უნდობლობის მაჩვენებლებს აღნიშნულ ოთხეულში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 38% ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს, კირილ ბუდანოვს – 23%, ალექსანდრე უსიკსა და ვალერი ზალუჟინს – 22-22%.

კვლევაში კითხვა ასევე ეხებოდა ქვეყნის კურსს, გამოკითხულთა 37% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 29 % კი — სწორი მიმართულებით. 34% კითხვას პასუხს ვერ სცემს.

ამასთან, გამოკითხულთა 45% უარყოფითად აფასებს ბოლო მთავრობის და საპრეზიდენტო ადმინისტრაციის პერსონალურ ცვლილებებს. 32% თვლის, რომ ეს ნაბიჯები ვითარებას გააუმჯობესებს. 24%-მა კითხვას პასუხი ვერ გასცა.

გამოკითხვაში 2 003 რესპონდენტი მონაწილეობდა – ყველა 18 წელს გადაცილებული, მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრები. შეცდომის ზღვარი შეადგენს ±2.2%-ს.