ხოაკინ ფენიქსმა გადასაღებ მოედანზე გონება დაკარგა

ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსი ცუდად გახდა ფილმის "ბოს ყველა შიში"-ს გადასაღებ მოედანზე. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა არი ასტერმა განაცხადა. მისი თქმით, მსახიობმა გადასაღებ მოდანზე გონება დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„პეტის ძალიან დაძაბული სცენა იყო (საუბარია ხოაკინ ფენიქსის კოლეგაზე), კადრი მასზე იყო და არა ხოაკინზე. შემდეგ კი ხოაკინი უცებ წაიქცა. ძალიან გავბრაზდი, რადგან კარგი დუბლი იყო. მე მივედი, რომ მენახა რა ხდებოდა და ვნახე რომ მან გონება დაკარგა. მან გონება სხვისი სცენის გადაღებაზე დაკარგა. უბრალოდ იქ კოლეგებს ეხმარებოდა, მაგრამ ყველაფერში ისე იყო ჩართული, რომ გონება დაკარგა. ძალიან პოეტურია“, - განაცხადა არი ასტერმა.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები ახალი "ჯოკერის" გადაღებებიდან ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით. ფილმის გაგრძელებაში ასევე ითამაშებენ ლედი გაგა, ბრენდან გლისონი, ზაზი ბიტცი და კეტრინ კინერი. სცენარი დაწერეს ტოდ ფილიპსმა და სკოტ სილვერმა. ახალი ნაწილი გამოვა 2024 წლის 4 ოქტომბერს.