„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ტაილანდში მამაკაცმა ჩინურ რესტორანში ცოცხალი ზვიგენი იყიდა და ზღვაში გაუშვა, რომ მის გვერდით ეცურა. ამის შესახებ The Independent იტყობინება.
23 წლის, დაივინგის ინსტრუქტორი ვიქტორ სალმონი ირწმუნება, რომ ყოველ ჩაყვინთვის დროს მას ყველაზე მეტად სურდა ზვიგენის ნახვა, მაგრამ არასოდეს შეხვედრია. ოცნების ასასრულებლად, კაცმა იმ რესტორანს მიაკითხა, სადაც ზვიგენებისგან კერძებს ამზადებდნენ.
რესტორნის თანამშრომლები დათანხმდნენ ერთი ცოცხალი ზვიგენის მიყიდვაზე და ამისთვის მხოლოდ 700 ბატი (დაახლოებით 300 დოლარი) სთხოვეს. კაცმა ზვიგენი იყიდა, ჯერ მასთან ერთად გაცურა და შემდეგ ისევ ნაპირზე გამოიყვანა და ტაილანდის ყურეში გაუშვა. ვიქტორი იმედოვნებს, რომ ზვიგენს მომავალში კვლავ შეხვდება.