1750436791
კაცმა ანესთეზიაზე უარი თქვა და საკუთარ თავს ჰიპნოზი გაუკეთა - უჩვეულო ოპერაციის დეტალები

შვეიცარიელმა კაცმა ანესთეზიის ნაცვლად, ოპერაციის დროს ტკივილი რომ არ ეგრძნო, საკუთარ თავს ჰიპნოზი გაუკეთა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
55 წლის დენიელ გიესლერს ოპერაცია, მოტეხილი კიდურების ფიქსაციისთვის სხეულში ჩადგმული სპეციალური ლითონის ფირფიტების ამოსაღებად დასჭირდა. ფირფიტები მამაკაცს დისკომფორტს უქმნიდა და ექიმებმა მისი ამოღება გადაწყვიტეს.
ექიმების გასაკვირად პაციენტმა, რომელიც სერტიფიცირებული ჰიპნოთერაპევტია, უარი თქვა ანესთეზიაზე და განაცხადა, რომ საკუთარ თავს გაუტკივარებას თავად, ჰიპნოზის დახმარებით გაუკეთებდა.
საბოლოოდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ოპერაციიდან 1 საათის შემდეგ პაციენტმა საავადმყოფო დატოვა.
მოგვიანებით, პაციენტმა თქვა, რომ ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ექიმების ყველა მოძრაობა და მათი საუბარი დეტალებში ახსოვს.
ასევე ნახეთ:
ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
„არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს და სენტიმენტალურობას! მომილოცეთ“ - სალომე უშხვანი
VIDEO: მიიღებს თუ არა მონაწილეობას კესო ბერუაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში