კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდება

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რაც მისივე თქმით სამწუხაროა.

„თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამასთან საკმაოდ ახლოს ვართ“, –  განაცხადა კალასმა.

ამასთან, როგორც კაია კალასმა აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის „პეტრიოტის” ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიენიჭებინა, „დადებითი ნაბიჯია, თუმცა დროს მოითხოვს”.