1772023571
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირს უცხო ჩარევასა და გავლენასთან ბრძოლა სჭირდება - „უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის მიზანია ავნოს ჩვენს დემოკრატიას“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა უცხო ჩარევასა და გავლენასთან ბრძოლა.
როგორც კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ბლოკის წევრები შეთანხმდნენ, რომ უცხოურ მანიპულაციებს უნდა ებრძოლონ.
„ჩვენ განვიხილეთ უცხო გავლენის მანიპულაციები და ჩარევები. დღევანდელი ომები არა მხოლოდ ტანკებითა და დრონებით იწარმოება. ისინი იწარმოება აგრეთვე ტყუილებითა და ალგორითმებით. უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის მიზანია ავნოს ჩვენს დემოკრატიას. რუსეთი მხოლოდ წელს დახარჯავს მილიარდებს გავლენის კამპანიებზე. ჩინეთის უცხოურ ინფორმაციებთან დაკავშირებული ოპერაციები სწრაფი და ხისტი ტემპებით იზრდება. უფლება არ გვაქვს საინფორმაციო ომი წავაგოთ“, - თქვა კალასმა.
მისი განცხადებით, ამ ბრძოლას სჭირდება ფარი და მახვილი. ბრძოლის მოგებას სჭირდება ფარი და მახვილი. ჩვენ ვაშენებთ დეკორატიულ ფარს, ხოლო ახლა გვჭირდება ბასრი მახვილი“, - დასძინა კალასმა.
კალასის განცხადებით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაასანქცირებენ ყველა ასეთ უცხო მანიპულატორს და ითანამშრომლებენ სამართალდამცავ ორგანოებთან.











