რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
"შუა დერეფნის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ყველა ცდილობს სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას და რისკების შემცირებას, მაშინ, როცა რომელიმე სავაჭრო გზა იკეტება", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი იმართება.
კალასის შეფასებით, "ამიტომაც, დაკავშირებადობა და ეს გზები არის ძალიან მნიშვნელოვანია".
"თუ გეოგრაფიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ კავკასიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. დისკუსიები მიმდინარეა შუა დერეფანთან მიმართებით, ასევე, დაკავშირებადობის კუთხით", - აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობს. ერევანში მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე დღეს დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიაში ჩაერთვება. გარდა ამისა პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიირებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ასეთია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის სლოგანი, ფორუმს 50-მდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერი ესწრება.