ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა - რა არის ცნობილი მედიისთვის ამ დროსთვის
1766958497
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ფაქტობრივად დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვას უკრაინის კრიზისის განსახილველად.
ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებისგან ინიცირებული სამიტი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. გადაწყვეტილების მიღებამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. შესაძლო სამიტის დეტალები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს განიხილება.