ჯეი დი ვენსი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირანის საკითხზე მომლაპარაკებლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა ფინანსური სარგებელი მიიღეს

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ირანის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა ფინანსური სარგებელი მიიღეს.

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ კუშნერი და უიტკოფი პრეზიდენტის გუნდის სანდო წევრები არიან და მათთან მუშაობა მისთვის დიდი პატივია.

„ეს სრულიად ყალბი ინფორმაციაა. ასეთი შეტყობინება არასდროს მიმიღია და რომ მიმეღო, ვიტყოდი: ჯარედი და სტივი პრეზიდენტის გუნდის სანდო წევრები და ძალიან ახლო მეგობრები არიან. არავის გაუკეთებია მათზე მეტი რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ის აზრი, რომ ისინი ინსაიდერული (შიდა) ინფორმაციით ვაჭრობენ, აბსურდულია. ბევრ სისულელეს ვხედავ და ჩვეულებრივ, უბრალოდ ვაიგნორებ. მაგრამ სტივი და ჯარედი კარგი ბიჭები არიან და ჩემთვის პატივია მათთან მუშაობა“, – წერს ჯეი დი ვენსი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიაში მოლაპარაკებების დროს ვენსმა ირანის წარმომადგენელბისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ კუშნერი და უიტკოფი „ბოროტად იყენებდნენ“ ფულთან წვდომის უფლებას.