ჯეი დი ვენსი ირანის საკითხზე თეთრ სახლში კატარის პრემიერ-მინისტრს ხვდება

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში კატარის პრემიერ-მინისტრს, მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან შეხვედრას მართავს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ირანთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესს ეხება.

ცნობისთვის, კატარი აღნიშნულ  მოლაპარაკებებში ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლს ასრულებს.