რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
Puff Daddy-ის იგივე შონ დიდი ქომბსის სასამართლო პროცესი გრძელდება.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ხანგრძლივი დუმილი დაარღვია ჯასტინ ბიბერმა. მომღერლის გულშემატკივრები შიშობდნენ, რომ, შესაძლოა, ის წარსულში რეპერის ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილიყო. ეს თეორია ბიბერისა და რეპერის ვიდეომ გაამყარა, სადაც 15 წლის ჯასტინი ამბობს, რომ ის წვეულებაზე მიდის და შემდეგი 48 საათის განმავლობაში ქომბსთან რთად „გიჟურად გართობას აპირებს“.
ბიბერის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გამოცემა People-სთვის გაგზავნილ განცხადებაში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„მართალია, ჯასტინი შონ ქომბსის მსხვერპლთა შორის არ არის. თუმცა, არიან პიროვნებები, რომლებიც მან ნამდვილად დააზიანა".
Puff daddy-ის წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალური სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა გასული წლების განმავლობაში. შონ ქომბსს წარდგენილი აქვს ისეთი სერიოზული ბრალდებები, როგორიცაა რეკეტის შეთქმულება, სექსუალური ტრეფიკინგი და პროსტიტუციაში ადამიანების იძულებით ჩართვა. თავად რეპერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ყველა სექსუალური ურთიერთობა ურთიერთშეთანხმებული იყო. სასამართლო პროცესი დახურულია. აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება - ამიტომ კადრები ინტერნეტსივრცეში კარიკატურების სახით ვრცელდება. ანონიმურია მოსამართლის ვინაობა. უახლოეს დღეებში არაერთი მოწმის დაკითხვა იგეგმება... ქომბსის წინააღმდეგ 120-მდე სარჩელია შესული.