სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში“, – დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.