წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
ისტორიაში პირველად, NATO-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-იან დანახარჯს მიაღწია. შესაბამის ინფორმაციას მედიასაშუალებები ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ალიანსის 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. საერთო ჯამში, NATO-ს წევრების დანახარჯებმა თავდაცვის მიმართულებით გასულ წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია.
2025 წელს თავდაცვისთვის მშპ-ის ყველაზე დაბალი, 2%-იანი დანახარჯი ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას ჰქონდათ. 2025 წელს თავდაცვაზე ყველაზე მეტი, მშპ-ის 4.3%, პოლონეთმა გამოყო. მშპ-ის 3%-ზე მეტი დახარჯეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მარკ რუტემ 2025 წელი შეაფასა, როგორც „მოვლენებით დატვირთული წელი“, რომელიც სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების გარემოთი ხასიათდებოდა.
„2025 წლის განმავლობაში არსებული საფრთხის სურათი ნათლად აჩვენებს, რომ აუცილებელია მეტის გაკეთება. მთელი წლის განმავლობაში ნატო აგრძელებდა გაერთიანებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, ყველა სფეროში, როგორც ახლა, ასევე მომავალში“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა,
ალიანსის გეგმა, რომლის მიხედვითაც მისი თითოეული წევრი თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ს დახარჯავდა, 2014 წელს შემუშავდა.