„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ღამით განგაში გამოცხადდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. ირანმა თელ-ავივის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, "ცახალმა" კი ირანის ექვს აეროპორტს დაარტყა. აფეთქებებია ქვეყნის ოთხ რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებზეც.
ვითარებას ეხმაურება დონალდ ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა რეჟიმის ცვლილება ირანში, ბირთვულ ობიექტებზე მიყენებულ ზიანს კი შთამბეჭდავი უწოდა.
ისრაელში ამბობენ, რომ ქვეყანა გააგრძელებს მოქმედებას როგორც ირანში, ასევე ღაზაში.
ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს, - ეს კი ოფიციალური თეირანის განცხადებაა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში იმყოფება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ არ გაჩერდება მანამ, სანამ ისრაელი თავის მიზანს არ მიაღწევს.
"ეჭვგარეშეა, რომ ირანი რეჟიმია, რომელსაც ჩვენი განადგურება და მოსპობა გვსურს, ეს ოპერაციას სწორედ ამიტომ დავიწყეთ. ორი ეგზისტენციალური საფრთხის - ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღმოსაფხვრელად.
ეტაპობრივად მივიწევთ წინ და მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, არ დავასრულებთ ამ ისტორიულ კამპანიას, სანამ ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.