ისრაელმა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - პარალელურად, ბეირუთში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა დაბომბა

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

 ისრაელმა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. პარალელურად, ბეირუთში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალები ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

32 ადამიანი დაშავდა ბაჰრეინში სარაკეტო თავდასხმების შედეგად. იერიში მიიტანა ირანმა იერუსალიმზე - ქალაქში ერთი რაკეტა ჩამოვარდა. მომხდარის გამო, განგაშის იყო გამოცხადებული ღამით თელ-ავივშიც. ასევე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ რიშონ ლეციონში, სადაც, ირანული რაკეტის ჩამოგდების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

აფეთქებები იყო ლიბანში, ქალაქ სიდონის სამხრეთით მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს. საერთაშორისო მედიის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ლიბანის არმიის ჯარისკაცი.

ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ, ირანზე ისრაელის იერიშების შედეგად, ლიკვიდირებულია ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო შტაბის ხელმძღვანელიც. ამავე დროს, თეირანმა უკვე დაასახელა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი. ირანული მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე ქვეყნის ასამბლეამ აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩია.