უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, გადაიდო

ზელენსკი

უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადაიდო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტნიორების ყურადღება ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა მიმართული, რის გამოც, ამერიკულმა მხარემ დაგეგმილი შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ამჟამად პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებისკენაა მიმართული, ამიტომ შეხვედრა, რომელიც ამ კვირაში უნდა გამართულიყო, ამერიკული მხარის წინადადებით გადაიდო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს, იმ ფორმატში, რომელიც ომის დასრულებას რეალურად შეუწყობს ხელს.