1772995280
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - IDF
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს“.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.









