ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანთან შეთანხმების მიღწევა სურს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთადერთი დაბრკოლება ჰეზბოლაა.
„მოლაპარაკებები შეერთებული შტატების შუამავლობით უკვე მიმდინარეობს. მიზანი ჰეზბოლას განიარაღება და რეალური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა. სწორედ ჰეზბოლას მიერ მიყენებული ზარალი გახდა ლიბანში ახალი რეალობის შექმნის მიზეზი. ჩვენ ლიბანთან შეთანხმება გვინდა და ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელი არ არის, ერთადერთი დაბრკოლება ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლაა. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მისი განიარაღება და ლიკვიდაცია საჭირო, ამის მიღწევას ისრაელი ნებისმიერ გზით, დიპლომატიური ან სამხედრო ძალით შეეცდება“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი, დევიდ მენსერი.