ისრაელ კაცი: საზღვრთან, ლიბანის სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საზღვართან არსებული საფრთხეები

ისრაელ კაცი

საზღვრის მახლობლად, ლიბანის სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა ღაზაში რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მოდელის შესაბამისად, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საზღვართან არსებული საფრთხეები, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოპერაციის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის შიგნით უსაფრთხოების ზონას შექმნის და მდინარე ლიტანამდე მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს.

ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი აკრძალავს სამხრეთ ლიბანის 600 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნებას მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე რაიონებში, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება.

ისრაელ კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი შეეცდება, შეცვალოს ვითარება ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მუდმივი ყოფნის გზით.