ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე - ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება
1759089081
ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის სასამართლოს გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ბაჰმან ჩუბია-სლზე, რომელსაც ირანში „ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯაშუშად“ მიიჩნევდნენ. მანამდე უზენაესმა სასამართლომ ბრალდებულის აპელაცია არ დააკმაყოფილა და სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა.
„მოსადის“ მთავარი მიზანი ბრალდებულის თანამშრომლობით იყო სამთავრობო ინსტიტუტების მონაცემთა ბაზის მოპოვება და ირანის მონაცემთა ცენტრებში შეღწევა, ამასთან ერთად, ის სხვა მეორად მიზნებსაც ასრულებდა, მათ შორის ელექტრონული აღჭურვილობის იმპორტის მარშრუტის გამოძიებას“, – აღნიშნავს გამოცემა.
ივნისში ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის შემდეგ, ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულების სიკვდილით დასჯილი პირების რაოდენობა გაიზარდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბოლო თვეებში, სულ მცირე, ათი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა.