მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის ყველა წყვილი ცნობილია
1782629965
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განაცხადეს, რომ მისმა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ოპერაცია იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ დარტყმებზე.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ეწინააღმდეგება ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს და გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“, - ნათქვამია კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკულ დარტყმებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ და ისინი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევად შეაფასეს.
„ეს სასტიკი თავდასხმები აჩვენებს, რომ აშშ უმცირეს ფასსა და ნდობასაც კი არ ანიჭებს თავის ვალდებულებებს და პირობის დარღვევა მისი ბუნების ნაწილია“, - აღნიშნავენ უწყებაში.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეთანხმება დაარღვია, რის გამოც ამერიკულმა ავიაციამ ირანში გარკვეულ ლოკაციებს დაარტყა.