ირანის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო აგრესია, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ხელი შევუწყოთ ირანელ ხალხს - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა ირანზე დარტყმები უსაფუძვლო აგრესიად მოიხსენია, რომელსაც, მისი თქმით, არანაირი გამართლება არ აქვს.

„ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო აგრესია ირანის წინააღმდეგ, მას არანაირი საფუძველი და არანაირი გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ირანელ ხალხს დაეხმაროს.

„ჩვენ ირანთან გვაქვს მრავალწლიანი, კარგი, საიმედო ურთიერთობები. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ირანელ ხალხს“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.