კიევში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა

რუსეთი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევის ოლქზე რუსეთის მიერ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იგორ კლიმენკომ თქვა, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი ფართები, საავადმყოფოები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

დაღუპულთაგან სულ მცირე ექვსი დედაქალაქის მაღალსართულიან კორპუსში იმყოფებოდა, განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია კიდევ 33 ადამიანი.