ირანის პრეზიდენტი: მოლაპარაკებების ეფექტიანობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ დაცვასა და მათ ზუსტ შესრულებაზე - შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს

მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების წარმატება მის „ზუსტ შესრულებაზე“ იქნება დამოკიდებული.

„მოლაპარაკებების ეფექტიანობა დამოკიდებულია შეთანხმებული ვალდებულებების სრულ დაცვასა და მათ ზუსტ შესრულებაზე. ამ გზაზე პროგრესი შეფასდება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკული შესრულებით. შეთანხმებული ტექსტის მიღმა გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების წინსვლას არ უწყობს ხელს“, - დაწერა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ორშაბათს, შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა ოპტიმიზმი გამოხატეს, თუმცა განსხვავებული გზავნილები გააჟღერეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ვიზიტებთან დაკავშირებით.