„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.
„სიონისტური რეჟიმი თუ არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას.
დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.
ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.