„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
„მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს თურქეთის მხარის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და გამყარდება.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.