ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
ირანი მზადაა, დათმობებზე წავიდეს აშშ-თან მოლაპარაკებებისას, – ამის შესახებ ირანელმა დიპლომატებმა ანონიმურად განაცხადეს „როიტერთან“.
წყაროების თქმით, ირანის მოთხოვნაა, რომ ამერიკამ ეკონომიკური სანქციები მოხსნას და ურანის გამდიდრების უფლება მისცეს, რის სანაცვლოდაც ირანი ბირთვულ პროგრამას დათმობს.
გარდა ამისა, ქვეყანა ამერიკულ კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში კონტრაქტორების სახით.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის მოთხოვნებს შორის არის, ირანმა შეზღუდოს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა და შეწყვტოს რეგიონული მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა.
თავის მხრივ, ირანმა კატეგორიული უარი თქვა თავისი სარაკეტო პროგრამის განხილვაზე.