საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.
ირანული მხარის მტკიცებით, აშშ ამ შეთანხმებაში ჩართული არ ყოფილა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანი და ომანი შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას ამზადებენ, რომელიც ტექნიკურ, იურიდიულ, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს.
ირანული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სრუტის გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, მოხსნის თუ არა აშშ ქვეყნის პორტების საზღვაო ბლოკადას.
ამასთან, ბაღაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირან-ომანის შეთანხმება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოებას, ვიდრე „აშშ-ის საზღვაო ბლოკადა და ირანისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქმედებები ძალაში რჩება“.