ირანი ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მუდმივად ემუქრებოდა და თავს ესხმოდა კომერციულ გადაზიდვებს, რათა მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანი მიეყენებინა - დენ კეინი

დენ კეინი

ირანი ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მუდმივად ემუქრებოდა და თავს ესხმოდა კომერციულ გადაზიდვებს, რათა მსოფლიო ეკონომიკისთვის ზიანი მიეყენებინა, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანი გლობალურ მიწოდების ჯაჭვს იარაღად აქცევს და ცდილობს, გლობალური ეკონომიკა მძევლად აიყვანოს.

კეინმა ასევე აღნიშნა, რომ  8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ირანმა ცხრაჯერ ესროლა კომერციულ გემებს, ორი კონტეინერმზიდი გემი დაიკავა და ათჯერ დაესხა თავს აშშ-ის ძალებს.

აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თქმით, სპარსეთის ყურეში 1 550 კომერციულ გემზე 22 500 მეზღვაური იმყოფება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გასვლას ვერ ახერხებენ.

„რეგიონში ირანის განურჩეველი თავდასხმების შედეგად ამჟამად 22 500 მეზღვაური 1 550-ზე მეტ კომერციულ გემზეა ჩარჩენილი სპარსეთის ყურეში და ვერ ახერხებს მის დატოვებას“, – განაცხადა მან.