რამდენად იყიდით 1 გრამ ოქროს - განახლებული მონაცემები
1770830301
ირანელ ხალხს რეჟიმის დამხობა თუ სურს, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა მას ირანში რეჟიმის შეცვლა, ვენსმა უპასუხა, რომ ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია.
„ამჟამად ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა მთელ გუნდს უთხრა, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანელებს არ ექნებათ ბირთვული იარაღი, მაგრამ ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ შეთანხმების დადებას, მაშინ მაგიდაზე სხვა ვარიანტია. პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი ვარიანტების შენარჩუნებას. მას ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს“, – განაცხადა ვენსმა.