1783576728
იოჰან ვადეპული: ჩვენ ამერიკელებს ძალიან სანდო პარტნიორებად მივიჩნევთ ყველა საშტაბო სტრუქტურასა და ნატო-ს ფარგლებში ყველა პოლიტიკურ დისკუსიაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიჩნევს, რომ ტრამპის განცხადებების გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესუსტდა. იოჰან ვადეპულის თქმით, ანკარაში სამიტის შემდეგ ნატო რჩება ერთიანი.
„ნატო ერთიანად დგას“, – აღნიშნა ვადეპულმა.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ სამიტის დასრულებისთვის ტრამპმა აშკარად დაიკავა აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების მხარე, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ნატო დაშლის პირას, მინისტრმა უპასუხა, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
„შიდა დისკუსიის დროს ჩვენ ძალიან გაერთიანებულები ვიყავით და ერთმანეთის მიმართ ჩვენი პოზიცია ნათლად გამოვხატეთ. გარდა ამისა, ჩვენ ამერიკელებს ძალიან სანდო პარტნიორებად მივიჩნევთ ყველა საშტაბო სტრუქტურასა და ნატო-ს ფარგლებში ყველა პოლიტიკურ დისკუსიაში“, -აღნიშნა მან.











