1774906632
იმედია, დონალდ ტრამპი ეძებს გზას ძალადობის შესამცირებლად - რომის პაპი
რომის პაპი ლეო XIV დონალდ ტრამპს მოუწოდებს, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად.
„მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. იმედია, ის ეძებს გამოსავალს. იმედია, ის ეძებს გზას ძალადობის, დაბომბვის რაოდენობის შესამცირებლად, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ სიძულვილის აღმოფხვრაში, რომელიც მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან. ამიტომ, მე აუცილებლად გავაგრძელებ ამ მოწოდებას მსოფლიოს ყველა ლიდერის მიმართ და ვეტყვი, დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მოდით, ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები. მოდით, ვეძებოთ გზები, რათა შევამციროთ ძალადობა“, – განაცხადა რომის პაპმა.










