გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში სიტყვის გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, - ინფორმაციას Guardian-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შინზო აბე დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდართან დაკავშირებით კი მამაკაცია დაკავებული.
იაპონიის ყოფილი პრემიერი ქალაქ ნარაში, ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა.