საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
იაპონიაში ძაღლი, რომელმაც კაცი ინფარქტით სიკვდილს გადაარჩინა, გმირად შერაცხეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შემთხვევა საცხენოსნო პარკში მოხდა - ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი, გულის შეტევის გამო, ცხენიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ძაღლმა, სახელად კუმემ, რომელიც ჩვეულებრივ სიმშვიდით გამოირჩევა, განუწყვეტლად ყეფით განგაში ატეხა, რის შემდეგაც ხალხმა მომაკვდავი ადამიანი შენიშნა და მისი დახმარება შეძლო.
ადგილობრივმა მეხანძრეებმა კუმე ოფიციალურ ცერემონიაზე გამოჩენილი გმირობისთვის დააჯილდოვეს და შესაბამისი სერტიფიკატიც გადასცეს.