მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1779815949
დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტესთან, ომანის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ტანკერიდან საწვავის ნაწილი წყალში ჩაიღვარა. გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის „აშკარა დარღვევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს უპასუხოდ არ დატოვებდა.
ცნობისთვის, ირანი კომერციული გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო გზის გამოყენებას ისევ ზღუდავს. როგორც მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ხომალდი ირანის მხრიდან თავდასხმის ქვეშ მოექცა.