ჰაკან ფიდანი: ვხედავთ, რომ ისრაელმა შეიძლება, ირანის შემდეგ თურქეთის ახალ მოწინააღმდეგედ გამოცხადება სცადოს, რადგან მას მტრის გარეშე საკუთარი თავის გადარჩენა არ შეუძლია

ჰაკან ფიდანი

ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელმა შეიძლება, ირანის შემდეგ თურქეთის ახალ მოწინააღმდეგედ გამოცხადება სცადოს, რადგან მას მტრის გარეშე საკუთარი თავის გადარჩენა არ შეუძლია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

სირიაში ისრაელის თავდასხმებზე საუბრისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი სირიაში სერიოზულ პრობლემურ არეალს ხედავს და ეს ანკარისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

„ირანში მიმდინარე ომის გამო, ის არ აკეთებს გარკვეულ ქმედებებს (სირიის წინააღმდეგ), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გააკეთებს ამას. როდესაც დრო დადგება, ის მოისურვებს ამის გაკეთებას“, – თქვა ჰაკან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გააკრიტიკა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, რომლებშიც მონაწილეობენ საბერძნეთი, კვიპროსის და ისრაელი და განაცხადა, რომ ისინი დაძაბულობას ამწვავებენ და არ ამცირებენ.