„გვსურს ჩინეთთან პარნტიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, მოწესრიგებული და სამართლიანი“ - ფრიდრიხ მერცი პეკინში ჩავიდა

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პეკინში ჩავიდა.

როგორც მედია წერს, გერმანია ჩინეთისგან სავაჭრო დისბალანსის გაუმჯობესებას მოელის, რადგან ჩინეთიდან გერმანიაში ექსპორტირებული ტვირთის მოცულობა ორჯერ აღემატება გერმანიიდან ჩინეთში იმპორტირებულ საქონელს.

„ჩვენ გვსურს ჩინეთთან პარნტიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, მოწესრიგებული და სამართლიანი“, – განაცხადა მერცმა გამგზვრებამდე.

მედიის ცნობით, კანცლერი ასევე შეეცდება, ზეწოლა იქონიოს პეკინზე, რათა მან თავის მხრივ გავლენა მოახდინოს მოსკოვზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ამერიკასაც უსწრებს. გასულ წელს გერმანიაში ჩინეთიდან 170.6 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შევიდა, გერმანიიდან ჩინეთში კი, 81.3 მილიარდი ევროსი.