„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა სააგენტო Bloomberg-ს უთხრა, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს.
იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ არ არის გამორიცხული, რაღაც მომენტში გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი აუცილებელი და გონივრული გახდეს და ამისთვის გერმანიის კანცლერი მზად არის.
ამასთან ერთად, მისი თქმით, ევროსამეული - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - გარკვეულწილად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობენ.
„თუ რაღაც მომენტში ასეთი ზარი გახდება საჭირო და გონივრული და, თუ რუსული მხარე მზად იქნება მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, კანცლერი, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად იქნება“, - თქვა ვადეფულმა.