ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.
ნატო „პოლიტიკურ სტრეს-ტესტს“ გადის, როგორც რუსეთიდან მომდინარე გარე საფრთხის, ისე შიდა სკეპტიციზმის გამო, რაც ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე „ხილული და ხელშესახები“ გახდა - განაცხადა მან ბერლინში, გერმანიის ელჩების კონფერენციაზე.
მან მსგავსი მოწოდება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს კიევის გვერდით დგომას. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა მხოლოდ უკრაინას კი არ ემსახურება, არამედ „ევროპაში ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია“.