ჩხვლეტისა და დაბუჟების მსგავსი შეგრძნებები, სახსრების ტკივილი... - სიმპტომები, რომელზეც ექიმი-რეპროდუქტოლოგი გვაფრთხილებს

ექიმი

ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ბლოგერი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში მენოპაუზის ძვალ-კუნთოვან სინდრომზე საუბრობს:

მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დაქვეითებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მენსტრუალურ ციკლზე არამედ სახსრებზე, კუნთებზე, მყესებზე, იოგებსა და ძვლებზე.
შესაძლო სიმპტომებია:
• სახსრების ტკივილი და დაჭიმულობა
• დილის შებოჭილობა
• ხელების, თითების, მაჯების, მუხლების, თეძოების ან მხრების ტკივილი
• კუნთების ტკივილი და დაღლილობა
• კუნთების სისუსტის შეგრძნება
• მოძრაობისას დისკომფორტი
• ზურგისა და წელის ტკივილი
• კისრის ტკივილი და დაჭიმულობა
• მყესების ტკივილი და მგრძნობელობა
• ტენდინოპათიისადმი მიდრეკილება
• მხრის მოძრაობის შეზღუდვა
• ხელისგულში ან თითებში დისკომფორტი
• ჩხვლეტისა და დაბუჟების მსგავსი შეგრძნებები
• ფიზიკური აქტივობის შემდეგ უფრო ხანგრძლივი აღდგენა
• კუნთოვანი მასისა და ძალის თანდათანობითი შემცირება
• ფიზიკური დატვირთვის ტოლერანტობის დაქვეითება
• სიმაღლის შემცირება და ხერხემლის დეფორმაციის რისკის ზრდა ოსტეოპოროზის შემთხვევაში
• მოტეხილობების რისკის ზრდა ძვლის სიმკვრივის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას
მნიშვნელოვანია: ყველა სახსრის ან კუნთის ტკივილი მენოპაუზას არ უნდა მივაწეროთ. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სხვა მიზეზებიც.
მენოპაუზა არ ნიშნავს, რომ ტკივილი და მოძრაობის გაუარესება უბრალოდ „ასაკის ნაწილია“ — სწორი შეფასებით შესაძლებელია სიმპტომების მართვა და ძვალ-კუნთოვანი ჯანმრთელობის დაცვა.