ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა. ასეთია "კიორბერის ფონდის" დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
გამოკითხულთა 53% უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებას უჭერს მხარს, გაგრძელების მომხრე კი 46%-ია. გასულ წელს კიევის დახმარებას 59% ემხრობოდა.
ამავე კვლევის თანახმად, გერმანელების 82% ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა საპასუხო ზომებზე აზრი ორად იყოფა: მკაცრ ნაბიჯებს, მათ შორის ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვას 51% ეთანხმება, 46% კი უფრო თავშეკავებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ გერმანიამ საერთაშორისო პროცესებში ნაკლებად აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს.