გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

გერმანია

გერმანიის ქალაქ ერფურტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოწინააღმდეგეებმა პარტიის ეროვნული კონფერენციის დაწყებამდე უსაფრთხოების ჯაჭვის გარღვევა სცადეს.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. საბოლოოდ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კონფერენცია ერფურტში მაინც ჩატარდა. პარტიის თანათავმჯდომარეებად ისევ ალის ვაიდელი და ტინო ხრუპალა აირჩიეს. ალის ვაიდელმა, გერმანიის მოქმედი მთავრობის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა.