ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - საქმე, რომელმაც წლების წინ თბილისი შეძრა
1702531362
გერმანიის მთავრობამ დამატებით, მილიარდი ევრო გამოყო 2023 წლის ბიუჯეტიდან უკრაინის მხარდასაჭერად - ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ თანხები უნდა გამოიყენონ რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად და ოკუპანტების მიერ უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტების დოკუმენტაციისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი თანხების ნაწილს გაუგზავნიან ექსპერტების მხარდასაჭერად, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში, მათ შორის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე.