1793691773
გასულ ღამეს რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად 62 ადამიანი დაშავდა
გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული იერიშის შედეგად 62 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინიეგუბოვის ცნობით, იერიშის შემდეგ 200-ზე მეტი პაციენტის ევაკუირება განხორციელდა, ისინი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სინიეგუბოვის თქმით, იერიშის შედეგად ასევე ოთხი საცხოვრებელი კორპუსი და ათი მანქანა დაზიანდა. მომხდარის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სკოლაზე საავიაციო დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციელები და მაშველები.










