გაასაჯაროვეს 15 წლის გოგონას მიმოწერა, რომელმაც შეყვარებულთან ერთად საკუთარი ოჯახი ამოხოცა (უცხოეთი)

policiis lenti

აშშ-ში, ილინოისის შტატში, გაასაჯაროვეს 15 წლის სკოლის მოსწავლის შემზარავი მიმოწერა, რომელმაც თავის შეყვარებულთან ერთად საკუთარი ნათესავები გამოასალმა სიცოცხლეს. ამის შესახებ სტატიას New York Post-ი აქვეყნებს.

გოგონა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, და მისი 16 წლის შეყვარებული, ჯეიმიერ დევისი, კვირას, 12 ივლისს დააკავეს. ისინი გოგონას ოჯახის წევრებს ერთი კვირის განმავლობაში ესხმოდნენ თავს. მანამდე არასრულწლოვანი ამერიკელი მშობლებს ეჩხუბა, რადგან სკოლაში არსებული პრობლემების გამო სახლში სწავლებაზე გადაიყვანეს. ის რამდენჯერმე გაიქცა სახლიდან, მოგვიანებით კი მამიდის პისტოლეტი მოიპარა.

17 ივლისს სასამართლო პროცესზე მცირეწლოვანი მკვლელების მიმოწერის ფრაგმენტები წაიკითხეს. ისინი, კერძოდ, განიხილავდნენ, თუ როგორ გაუსწორდებოდნენ ოჯახის კონკრეტულ წევრებს.

„შენს მამიდასთან უფრო მარტივი იქნება. შეგვიძლია იარაღი მივადოთ და მერე ყელი გამოვჭრათ“, - სწერდა დევისი. გოგონამ კი უპასუხა: „მე შემიძლია ამის გაკეთება. მე მიყვარს სისხლი“. მან ასევე დასძინა, რომ საყვარელი ადამიანის გამო „მზად არის მთელი ოჯახი დაკარგოს“.