ფრიდრიხ მერცმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „პირველი ძალიან პატარა, მაგრამ პოზიტიურ სიგნალი“ უწოდა

რიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „პირველი ძალიან პატარა, მაგრამ პოზიტიურ სიგნალი“ უწოდა.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ასევე უკიდურესად მტკიცენი უნდა ვიყოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში. ყველა ვთანხმდებით, რომ რუსულ მხარეს ამ კვირაში ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, გაემართა პირველი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის წინმსწრები პირობით. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს არ მოხდა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისვე თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის უარის გამო.

„ბურთი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხარეს იყო. ყველა პირობა შესრულებული იყო კარგი პირველი დიალოგისთვის. ამის შესახებ ჩვენ ახლახან ასევე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ ასევე მუდმივად ვაწვდით მას ინფორმაციას ჩვენს მხარეს მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ. შევთანხმდით პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომ გავაგრძელებთ ამას, რომ მომავალ დღეებსა და კვირებში კვლავ გავაკეთებთ შეთავაზებებს მოლაპარაკებების დასაწყებად. ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ამ მხარეს, ეს არის ევროკავშირი, ეს არის „მსურველთა კოალიცია“ და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რათა ეს საშინელი ომი დასრულდეს“, – განაცხადა მერცმა.